ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 230 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ დაუდასტურდა 47 ადამიანს.
ამასთან, აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 12 106 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 765 კოვიდინფიცირებული პაციენტი.