- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 426 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 44-ს დაუდასტურდა.კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 11 564-ს შეადგენს, გარდაცვლილია 178 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9902 პაციენტი.