- ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 451 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 096 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 157 პაციენტი, 8 943 კი – გამოჯანმრთელდა.