აფხაზეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 491 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.  

მათი ინფორმაციით, აფხაზეთში, კიდევ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 378 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 151 პაციენტი, 8 130 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + 12 =

Akismet ანტისპამი