- ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 658 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში, კიდევ 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 251 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 145 პაციენტი, 8 010 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.