აფხაზეთში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი


  • აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 615 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 169-ს ვირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა კორონავირუსით. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 9 782 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან გარდაიცვალა 141, გამოჯანმრთელდა 7 294.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 10 =

Akismet ანტისპამი