აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის” სენაკელი დევნილები შეუერთდნენ


  • „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებსაინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ. ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!