აფხაზეთიდან დევნილ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ყოველთვიურად 200 და 300-ლარიანი სტიპენდიები გადაეცემათ


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური 200 და 300-ლარიანი სტიპენდიები დაწესდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen − 18 =

Akismet ანტისპამი