აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტებს კორონავირუსის ნიშნები არ აქვთ


  • ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოჯახის 4 წევრს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდათ. პაციენტების გაწერა საავადმყოფოდან, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია, სავარაუდოდ, ხვალ იგეგმება. ასევე არ გაიგზავნება მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში.-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ეს არის გაციება და არ აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა ოჯახის წევრებზე დაკვირვება დილამდე იწარმოებს”.-განაცხადა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 − one =

Akismet ანტისპამი