აფხაზეთიდან გადმოასვენეს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 8 პირის ცხედარი


  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოსვენებულ იქნა 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის, 5 სამხედროს აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის, ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას, ზაურ ილიას ძე დამენიას და 3 მშვიდობიანი მოქალაქის- გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანის, მაკარ გარსევანის ძე რუხაიასა და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძის იდენტიფიცირებული ნეშტები.

გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 8 დეკემბერს, 17 საათიდან და 9 დეკემბერს 11:00 – 14.00 საათზე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში; 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, 4 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 4 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!