- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში ტესტირება 70 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 47-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 2 პაციენტი, 74 და 86 წლის მამაკაცები გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 811 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 47 845, ხოლო გარდაიცვალა 666 ადამიანი.