აუტიზმის ცენტრი “მენდი”


  • ზუგდიდში, უკვე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს აუტიზმის ცენტრი „მენდი“, რომელიც ბავშვებს ერთი წლის ასაკიდან სთავაზობს პროფესიონალურ სერვისებსა და ინდივიდუალურ თერაპიულ პროგრამებს. ცენტრში ბავშვებს კონსულტაციებს უწევენ გამოცდილი და გადამზადებული სპეციალისტები, რომლებიც თითოეულ ბავშვთან მუშაობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. თერაპიული პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: ADOS-2 დიაგნოსტირება, ფსიქოლოგის კონსულტაცია, ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA), ენისა და მეტყველების თერაპია, სენსორული ინტეგრაცია, ფიზიკური თერაპია, აკადემიური უნარების განვითარება და სამკურნალო ევრითმია.

ცენტრი ჩართულია ზუგდიდის მერიის აბილიტაციის პროგრამაში, ასევე დევნილთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში, რაც ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს მიიღონ დაფინანსებული თერაპია. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს განვითარებისა და კომუნიკაციის უკეთესი შესაძლებლობა, შეგიძლიათ მიმართოთ აუტიზმის ცენტრს „მენდი“. ცენტრის ხელმძღვანელია მაკა დგებუაძე. ის გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის ძალისხმევითაც ზუგდიდში დაინერგა აუტიზმის აბილიტაციის პროგრამა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად მაკა დგებუაძე აუტისტური სპექტრის მქონე შვილის დედაა, რაც მას კიდევ უფრო მეტად აძლევს მოტივაციას და ემპათიას, დაეხმაროს სხვა ოჯახებსაც ამ გზის გავლაში. ცენტრის სახელიც სიმბოლურია “მენდი“. ქცევითი გამოყენებითი ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია „მენდი“, რაც ნიშნავს მოთხოვნას ბავშვისთვის სურვილის გამოხატვისა და კომუნიკაციის განვითარების საწყის ეტაპს.

მისამართი: ზუგდიდი, თბილისის ქუჩა №30.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!