“ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში დაგეგმილი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პირველად ატესტატს ის პირებიც მიიღებენ ვინც გასულ წლებში ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ამის შესახებ edu.aris.ge-ი ავრცელებს.
ახალი ჩანაწერით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.