ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში სამობილიზაციო მზადყოფნის გაძლიერების ბრძანება გასცა


  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „ტერიტორიული თავდაცვის შტაბის“ სხდომაზე გასცა ბრძანება უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად სამობილიზაციო მზადყოფნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

“შეხვედრისას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ ძირითადი ძალისხმევა სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაზე იყოს მიმართული“, – აცხადებენ ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და მოისმინეს მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!