ზუგდიდელი, 73 წლის გოგი თოდუა, რომელიც საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების დამსახურებული ვეტერანია, წლებია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს თამარ მეფის #1-ში, მაგრამ არა აქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. გოგი თოდუა „ზუგდიდელები.გე“-სთან დეტალურად საუბრობს თავის პრობლემებზე:
„ზუგდიდის საქალაქო კომიტეტის 1985წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თამარ მეფის ქუჩაზე, საკონსევროსა და ლუდისა და ხილეული წყლების ქარხანების წილობრივი მონაწილეობით, მუშა-მოსამსახურეებისათვის, დაწყებულიქნა მრავალბინიანი, 9 სართულიანი სახლის მშენებლობა,რომელშიც ბინადრობის უფლებამოსილება უნდა გადანაწილებულიყო საკონსევრო ქარხნის ძირითადად იმ მუშა-მოსამსახურეებზე, იმათზე, ვისაც საკუთრებაში არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართები. საქართველოში, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო, მშენებლობა წლების მანძილზე იყო შეჩერებული და შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი ექსპლუატაციაში მიღება. 2003 წელს, ზუგდიდის გამგეობამ, გამგებლის განკარგულების თანახმად, აღნიშნული დაუმთავრებელი შენობა გადასცა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების მეპაიეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ზუგდიდის რაიონის რწმუნებულს ავრორა ბებიას. გამგეობის ეს განკარგულება სასამართლო დავის საგანი გახდა 2004 წელს, მისი ძველი უფლებამოსილი მესაკუთრეების საკონსევრო ქარხნის მუშა-მოსამსახურეების მხრიდან, რომლებმაც ამ დროისათვის ჩამოვაყალიბეთ კოოპერატიული ამხანაგობა სახელმწიფოს მიერ უსახსრობის მიზეზით მრავალი წლის მანძილზე შეჩერებული ბინათმშენებლობის საკუთარი სახსრებით გასაახლებად. სასამართლო დავებმა, ზუგდიდის გამგებლის ბატონ ნ.ანთელავას 2003 წლის უკანონო დადგენილებების ჩათვლით, მშენებარე საერთო საცხოვრებლის კანონიერ მესაკუთრეებად, საკონსევრო ქარხნის მუშა-მოსამსახურეები და მათს მიერ დაფუძნებული ამხანაგობა ცხადდებოდნენ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის „კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანებისა“, სააქციო საზოგადოება „ზუგდიდი კონსერვის“ დირექციისა და პროფკავშირის შპს. „საწარმო კომერციული ფირმა „ენგურის“ დირექციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის მონაწილეობით, 2009 წლის 13 აპრილს ჩატარდა ერთობლივი სხდომა, რომლის დადგენილებით მოხდა საცხოვრებელი ფართების განაწილება აღნიშნული საწარმოს მუშა-მოსამსახურეებზე, მათ შორის ჩემზეც და მივიღე ჩვენი საბიანო ამხანაგობის სახსრებით აშენებული ბინა, მდებარე ქ.ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩა #10-ში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება #565 ის საფუძველზე, მრავალბინიანი ობიექტის საცხოვრებელი ფართები და არასაცხოვრებელი ფართები, მშენებლობის დასრულებისთანავე, კანონიერ მოსარგებლეებს გადმოგვეცა. ქარხნის მუშა- მოსამსახურეთა წილიდან, მე პირადად, გადმომეცა თამარ მეფის #10-ში მდებარე, ოროთახიანი ბინა #16. მართალია, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანებ ა#565თანახმად, მე კანონიერად დამიმტკიცდა კუთვნილი ოროთახიანი ბინა, თუმცა დღემდე არ მიმიღია საკუთრების მოწმობა მასზე. დადგენილი წესის თანახმად, ჩემი საკუთრების მოწმობის გადმოსაცემად, განცხადებით არაერთხელ მივმართე კომუნალური სამსახურის უფროსს, ბატონ ნუგზარ მალაშხიას, რომელიც საკუთრების მოწმობის გაცემაზე დაჟინებით მიცხადებდა უარს და მიყენებდა ულტიმატუმს, რომ მე უნდა დავთმო, კანონის შესაბამისად, ჩემს საკუთრებაში გადმოსული ბინა, რომელიც მდებარეობს თამარ მეფის #1-ში,სადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის კომუნალური სამსახურისგან მოვითხოვე ახსნა- განმარტება, თუ რის საფუძველზე მეუბნბეოდნენ უარს მრავალგზის დამტკიცებული ბინის საკუთრების მოწმობის გაცემაზე, რაზეც მუდამ იძლეოოდნენ დაუსაბუთებელ, ბუნდოვან და განზოგადოებულ პასუხებს. კომუნალური სამსახურის ხელძღვანელთა აზრით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საკუთრების მოწმობის გაცემა ჩემზე მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე მივუტანდი ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ცნობას, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ რა ვადაში დავცლიდი კანონით კუთვნილ ბინას თამარ მეფის #1-ში. ჩემთვის გაუგებარია, თუ რა სამართლებრივი არგუმენტით მიყენებდა ამგვარ ულტიმატუმს კომუნალური სამსახურის უფროსობა. მაშინ როდესაც, თამარ მეფის ქუჩა#1-ში მდებარე არაიზოლირებულ ბინაში ვცხოვრობ 38 წელია ოჯახთან ერთად და რომელიც ჩემს საკუთრებაში არის გადმოსული პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებულობით, პრემიერ-მინისტრის 2014 წლის განკარგულებითა და საკუთრების ხანდაზმულობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167 მუხლის თანახმად.
2014 წლის 20 თებერვალს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოიცა ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც კანონიერი მოსარგეებლეებისათვის გადასაცემი, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ადგილობრივი თვითმართველობების აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლებიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაა გამოცხადებული. კომუნალური სამსახურის მითითების საფუძველზე, ამ საკითხის გადასაჭრელად ვცადეთ მიგვემართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მმართველი ორგანოებისთვის. თავის მხრივ, ზუგდიდის გამგეობა მიუთითებდა კომუნალური სამსახურის წარდგენილ ოქმებზე, რომელიც შედგენილია 2009 წლის 10 აპრილს და 2009 წლის 13 აპრილს, სადაც, ულტიმატუმის ფორმით აღნიშნულია პირობა, ჩემს მიერ თამარ მეფის #1-ში მდებარე ბინის დაცლის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ ყოფილა მითითებული, არანაირი პირობა ბინის დატოვების შესახებ და რომ ამ ფართის დატოვების, დაცლის გარეშე ვერ შევძლებდი თამარ მეფის #10 ბინაში მდებარე ოროთახინ საცხოვრებელ ფართზე არსებული „საკუთრების მოწმობის“ მიღებას. ამასთანავე, ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული ოქმები არ არის კანონიერად შედგენილი, ვინაიდან, ოქმის შდგენაში კომუნალური სამსახურის წესდებით, მე თავად უნდა მიმეღო მონაწილეობა და გამომეხატა ჩემი შეხედულება. ამ ოქმების არსებობა ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოქმებზე მუშაობის პროცესს ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გავრცელებული მცდარი ინფორმაციით, თითქოს მეც ვესწრებოდი. ამ სხდომის ჩატარების შესახებ სიტყვიერად თუ წერილობით მე არავის გავუფრთხილებივარ და ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ამ სრულიად უცნობ სხდომაზე მონაწილეობას ვერანაირად ვერ მივიღებდი და შესაბამისად, იგი არის უკანონო და ყოველგვარ ნორმატიულ საფუძველს მოკლებული. ამ ოქმის შედგენას, ბინის მესაკუთრეთა ინტერესების დამცველ ცისანა მამარდაშვილის წერილობითი განცხადებით, ამ ქარხნის მოსამსახურე და ბინის მესაკუთრე ამხანაგობის წევრი გოგი თოდუა საერთოდ არ დასწრებია, ხოლო თვითონ ცისანა მამარდაშვილი, მისივე თქმით, აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა და ჩემი ანუ გოგი თოდუას, თამარ მეფის #1ბინიდან გასახლების ულტიმატუმის შესახებ ამ სხდომაზე არაფერი იყო ნახსენები და მისი მტკიცებით, ოქმში ჩანაწერი ჩემს მიერ ძველი ბინის დაცლის შესახებ, მოგვიანებით, მისთვის უცნობ გარემოებაში იქნა დამტკიცებული, სავარაუდოდ,ზუგდიდის კომუნალური სამსახურის კომუნალური მეურნეობის მრავადარგოვანი გაერთიანების აღნიშნული ოქმების შემდგენელი პირებისაგან. არაერთგზის მივმართეთ რა, ამ გაურკვეველი სიტუაციისთვის ნათლის მოფენის მიზნით ქალაქ ზუგდიდის გამგეობას, კერძოდ, გამგებელს, ბატონ ალექსანდრე ქობალიას და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს, ბატონ თენგიზ ქობალის. პასუხად ვღებულობდით, რომ ეს საკითხი კომუნალური სამსახურის ფუნქციებში შედიოდა და მათ გადაწყვეტილებებში თვითონ რაიმე ცვლილებას ვერ შეიტანდნენ. ბატონმა თენგიზ ქობალიამ ჩემთან პირად საუბარში განაცხადა, რომ კომუნალური სამსახურის ეს ოქმები, თავადაც არასწორად მიაჩნია და თუ სასამართლო ორგანოს მივმართავდი დარღვევის შესახებ, ისინი, ანუ გამგეობა, გამოასწორებდა კომუნალური სამსახურის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების მიერ ჩადენილ დარღვევებს. მე მას დავეთანხმე და შევიტანე სასამართლოში სარჩელი, მაგრამ მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნულ საქმეზე მიიღო სრულიად შეუსაბამო და არასწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არ არსებობს რაიმე დამამტკიცებელი ინფორმაცია გოგი თოდუას, ანუ ჩემი პიროვნების დასწრების შესახებ აღნიშნულ კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების 2009 წლის 10 და 13 აპრილის სხდომებზე, სადაც ეს საკითხები განიხილებოდა. პატივცემულმა მოსამართლემ თავს უფლება მისცა ემტკიცებინა, თითქოს მე ამ სხდომებს დავსწრებივარ და დავთანხმებულვარ თურმე ჩემი, თამარ მეფის ქუჩა #1 ბინიდან გასახლების საკითხს. პატივცემული მოსამართლის ლოგიკურად სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვნად ფორმულირებული მოტივის ვარაუდით, თითქოსდა მომავლის გადასინჯვის მიზნით, მოსარჩელე გოგი თოდუა აქ ადასტურებდა თავისი გამოსახლების სურვილს. დამატებული ამას, ბატონმა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ განჩინებაში ისიც კი აღნიშნა, რომ სასამართლო იმპერატიულად ვერ უბრძანებდა გამგეობის ორგანოებს, ჩვენს მიერ ზემოთნახსენები კანონების თანახმად ემოქმედა, რომელიც ამ ბინის მესაკუთრედ ყოველლგავრი პირობების გარეშე მაცხადებდა და ამ კანონებისა და ბრძანება- დადგენილებების ძალით, ჩემს საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომუნალური მეურნეობის მავალადარგოვანი გაერთიანების იმდროინდელ ხელმძღვანელებს ვერ მიუთითებდა შესაბამისი, მართებული გადაწყვეტილება გამოეტანა ზუგდიდის გამგეობაში უკანონოდ დაკავებული ბინის საკუთრების დამამოწმებელი ორდერის, საკუთრების მოწმობის მეპატროეზე გაცემა-არგაცემის საკითხზე. მე ბვერი ვეცადე სიმართლის გარკვევას, რომ მიმეღო ის, რაც სინამდვილეში მეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი მიზეზით, ყველგან დაბრკოლებას ვაწყდები, აღნიშნულ საკითზე განცხადებით მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუშვილს და მისი გულისხმიერების იმედი მრჩება, რომ ამ საქმეს მოეფინება ნათელი.“