“ართი ჭიჭე ორკოლ ჸოროფა”


ჩემი რესპონდენტი ივეტა წითაშვილია,-ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოციაცია “დეას” თანამშრომელი.

-როდის დაიწყეთ წერა და რატომ მეგრულად?

-ჩემი ქართული ლექსები სკოლის ასაკშია დაწერილი… მეგრულ ენაზე დიდი ხნის მერე დავიწყე წერა.

-გიყვართ გრანელი… რატომ არის ის თქვენთვის განსაკუთრებული?

-გრანელის პიროვნებაც და პოეტური სამყაროც იდუმალია, ის არ არის “მასა” და სხვებისგან გამორჩეულია როგორც ცხოვრებით, ასევე, პოეტური ტექსტით. მისი პოეზია ჩემთვის მიმზიდველია სწორედ იმით, რისთვისაც მას აკრიტიკებდენენ-მის პოეზიაში საკმევლის სუნი ტრიალებს. “ბიბლიური სახისმეტყველება ტერენტი გრანელის პოეზიაში” ჩემი სადისერტაციო თემა იყო. -მე არ ამირჩევია გრანელი, გრანელმა ამირჩია მე და მე მასთან მისტიკური კავშირი მაქვს…-ასე ვხუმრობ ხოლმე, რადგან ლურჯი წიგნი, რომელიც ბავშვობაში თაროდან ჩამოვიღე, რომლის პირველივე ფურცლების წაკითხვისას შიში და სევდა დამეუფლა, რომელიც ისევ შევდე თაროზე ბოლომდე წაუკითხავად, წლების მერე, ჩემი სადისერტაციო თემა გახდა.

-პირველი წიგნი…

-ჩემი ლექსები უბის წიგნად გამოიცა, ასე ვეძახი მას მისი მცირე ფორმატის გამო, მასში სულ 100-მდე ლექსია შესული. ქართულ ნაწილს ჰქვია “ფიქრი წავიდა შორს”, ხოლო მეგრულს-“ართ ჭიჭე ორკოლ ჸოროფა”. წინასიტყვაობა დაწერა დათო ტურაშვილმა, გარეკანზე ნახატი ნათია ზარანდიასია. დათოს სიტყვა და ნათიას ნახატი, ვფიქრობ, ჩემ წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ. წიგნი მეგობარმა გამოსცა და გადმომცა საჩუქრად, მეც საჩუქრად გავეცი პრეზენტაციაზე.

-ახალი კრებულის გამოცემა თუ იგეგმება?

-მომავლის არაფერი ვიცი, შეიძლება ლექსები ისევ დავწერო და გამოვცე მორიგი წიგნი.

-როგორია ივეტა წითაშვილის “საწერი”  გარემო?

– მეხუთე წელია არ ვწერ…

-პოეზიას ფერი რომ ჰქონდეს, რა ფერი იქნებოდა?

-არ ვიცი. ალბათ, მრავალფერი.

– სიყვარულზე რას მეტყვით?

-აბა, რა გითხრა… სიცოცხლე მხოლოდ სიყვარულშია.

-გთხოვთ დაასახელოთ, საყვარელი ფრაზა ლექსიდან, ან თქვენი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებიდან.

-დაე, დღეს, იყოს გრანელის ლექსებიდან ამონარიდი: “…და უდიდესი გრძნობის ნიშანი არის დუმილი და გარინდება…” “…და სიჩუმეში დაფარულია ჩემი სიმართლე და სათნოება…”

-გმადლობთ…

საუბარი ჩაიწერა ივდო ოტობარმა

 

ივეტა წითაშვილი

            ***

ვარჯერსო ხოლო,
ღვინს ოხოლ თხოლო,
ჭყონს ათასკ ორო,
ბჟა ოროს გოთხოზ.
სი გორწყექ მორო,
ხიოლქ გურ მომბოლ,
ართ ჭიჭე ორკოლ
ჸოროფა მოკო.
ვარჯერსო ხოლო,
სი რექი ონდო,
ემცენსი ფორცხოლ,
სკანწკუმა მოკო.
ვარჯერსო მორო,
ღვინს ოკორდ თხოლო,
ჭყონს ფურცელქ მოხორცქ,
ბჟაქ ორო მოჭონკ.
ვარჯერსო ხოლო,
მიჸორქი მორო…

  ***

ნუზუ მუჭო ურზუ,

ქარბორიას უთურს,

მიჸორქია უწუ,-

სხუნუნს,

სხუნუნს,

სხუნუნს…

ჯღარ ნოჸელეფ ქუდურღ,

ჸალს ათასკუ,

ჯუნუნს,

ანდა ფირქიქ ქუცუ,-

უკულ,

უკულ,

უკულ…

ცას ჭვემა მაბ პუხუს,

მუთ ვარდ ართათ ქუმურს,

ხიოლს გური ჸურუ ფულუნს,

ფულუნს,

ფულუნს,

ორაგადე მუთ რდუ

 ვარაგადე მუთუნს,

 ცაქ ბჟას ჩხორეფ

 რზუფულ ქუმწურღ,

 ქუმწურღ,

 ქუმწურღ,

 ჸოროფა რე ჭურჭულ

 უთებუ დო ჸურმულ,

ურა ცხენეფს შურშურ

ურულ,

ურულ,

ურულ,

ქარბორია უთურ

მიკახორცხუ ნუზუს,

 ნუზუ თაში ურზუ,

 უსხუნ,

 უსხუნ,

 უსხუნ…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!