- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.