ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს


  • შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია).

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი გულისხმობს მობილიზაციის ფაზას, კერძოდ, კონტრაქტორის მიერ განხორციელდება გარკვეული კვლევითი სამუშაოები და სამშენებლო ობიექტის/ბანაკის მოწყობა.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს:

•სამშენებლო ტერიტორიაზე ქვის ლოდების შეტანის მიზნით, შესაბამისი აქტივობები;

•სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;

•დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები;

•ტერიტორიის შემოღობვა;

•გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;

•კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა).

•ბეტონის ე.წ. ,,X-block” წარმოების პოლიგონის მოწყობა

ასევე ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია (წყლის სიღრმის გაზომვა) და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია ,,Royal HaskoningDHV” ერთად.

უახლეს პერიოდში დაგეგმილია და განხორციელდება ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!