- ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
“საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ…”-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.