- საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ანაკლიაში, ზუგდიდის ადგილობრივი ჩემპიონატი ფეინთბოლში გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებიც 5-კაციან ჯგუფებად იყვნენ დაკომპლექტებული.
გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ფეინთბოლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდების ჩართვა ექსტრემალურ სპორტში, მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაა.