ანა წითლიძე ადგილობრი მმართველობისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადახედვას ითხოვს.
დღეს, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს მიეცათ საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინათ ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დეტალური, შემაჯამებელი განხილვა,სანამ ის ზუგდიდის მერიას გადაეცემა საბოოლოო განხილვისა და დამტკიცებისათვის. არაერთი საკითხი გახდა მსჯელობის საგანი. “ზუგდიდელები.გე”-მ ჩაწერა ქალაქის საკრებულოსა და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი ანა წითლიძე, რომ მოესმინა მისი თვალით დანახული და შეფასებული 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტის შეფასება.
ანა წითლიძე თვლის, რომ 18 მილიონიანი ბიუჯეტიდან 7 მილიონი იხარჯება თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანების ხელფასისა და პრემიებისათვის. ის ითხოვს, რომ ამ თანხებიდან დაიზოგოს 4 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი პირების დახმარებისათვის.