დღეს, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის მერიამ არ დააფინანსა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 74 შუამდგომლობა,
რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველი, უმწეო მრავალშვილიანი, შშმ მქონე პირების დახმარებას. წითლიძის თქმით, ეს ადამიანები არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. „ჩვენი შუამდგომლობების პასუხად, ზუგდიდის მერიამ, გვითხრა, რომ შესაბამისი თანხა ზუგდიდის მერიას არ გააჩნია. სამაგიეროდ, გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ზუგდიდის მერიამ ზუგდიდის ბიუჯეტიდან დააფინანსა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებისთვის საჭირო გზა, ერთადერთი მიზნით, რომ შესძლოს ივანიშვილმა ამ ხეების ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე“. ანა წითლიძემ, ჟურნალისტებს, სატენდერო ამონაწერიც უჩვენა. მისი თქმით, ორ მილიონ ლარზე მეტია დახარჯულია იმ გზების შესაკეთებლად, სადაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაიტანოს ხეები. წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ივანიშვილის ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი მილიონი ლარი რეალურად აკლდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამასთანავე, წითლიძის განმარტებით, მთლიანად განადგურდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია ბოძები, გაიჩეხა 120-ზე მეტი ხე, პარალიზებული იყო მოძრაობა და მოსახელობას უწევდა უშუქოდ ყოფნა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AdkLgvwq-DI[/embedyt]
ოპოზიციონერი დეპუტატი მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტონ ბიძინა ივანიშვილის ხეების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მიხედონ სოციალურად დაუცველებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდებიან სოციალურად დაუცვლები, მათ შეუქმნიან სერიოზულ დისკომფორტს.
„ენმ“ ბრალდებებს არ უპასუხეს ზუგდიდის მერიაში. ზუგდიდის მერიის პრესამსახურის განმარტებით, წითლიძე საბსურდულ განცხადებებზე და “სიზმრებზე” კომენტარს არ გააკეთებენ. მედიის წარმომადგენლებს ბრიფინგის მსვლელობისას, გაესაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია. მისი განმარტებით, ის რაც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა კეთდება ახლა. თაზო ფაფაცია ამბობს, რომ ყველას მიეცემა ადამიანურად ცხოვრების საშუალება. „ვისაც ჰქონდა ცუდი მადგომარეობა გავუკეთეთ ყველაფერი, ყველაზე მთავარია პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება და არა ასე აფიშირება და მათ გაჭირვებაზე აპელირება“.