- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები უცვლელია და შიმშილობას აგრძელებს.
“დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას შეცნობა და რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც გაიარა ქვეყანამ. ამიტომაც, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ და სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ. ჩემი მოთხოვნები არ იცვლება – გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.
ინფორმაციისთვის: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა 15 დეკემბერს გამოაცხადეს შიმშილობა. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, თემურ ჯანაშიამ და დავით კირკიტაძემ.