ანა წითლიძე: მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა


  • იმ გადაწყვეტილების შემდეგ რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა. ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის.- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის შემდეგი, თავს ვალდებულად ვთვლი განვმარტო. იმ გადაწყვეტილების შემდეგ რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა. ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის.

ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია ვინც პარლამენტის მანდატიის დატოვებას ემხრობა საკრებულოებიდან გამოსვლას არა.

შესაბამისად, პოზიციას ნახ ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს არ შევიმჩნიოთ სწორი არ მგონია.

თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია.

ჩვენ ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ რუსული ოცნება.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!