ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცს ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა


  • საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 76 წლის იყო და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − two =

Akismet ანტისპამი