დღეს, 28 აპრილს, შოთა ადამაშვილის კონცერტით და მხატვრული ფილმების ჩვენებით დასრულდა ამერიკის დღეები, რომელიც საქართველოში და მათ შორის ზუგდიდში 24 აპრილს გაიხსნა და მიეძღვნა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს.
ამერიკის დღეების ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა შუბლაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც, შემდგომი იუბილისა და დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავად უცილებლად ჩამოვლენ.