ამერიკელმა საქორწილო ბეჭდის საყიდლად ბანკი გაძარცვა


  • Daily Maily-ს ინფორმაციით, ტეხასის შტატის ქალაქ გროვტონში კაცმა ქორწილის წინა დღეს ბანკი გაძარცვა, რათა საქორწილო ბეჭედი ეყიდა.

ჰიტ ედვარდ ბამპუსი Citizens State Bank-ში შეიჭრა და ფული მოითხოვა. კაცმა მოლარე გააფრთხილა, რომ შეიარაღებული იყო.

პოლიციის ცნობით, ძარცვის შემდეგ ბამპუსმა ტანსაცმელი და იარაღი ავტომობილის ფანჯრიდან გადაყარა, რომელიც მალე სამართალდამცველებმა იპოვეს.

ამასთან, ბანკიდან ამოღებული სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები Facebook-ზე გამოქვეყნდა, რომელშიც ეჭვმიტანილი ჩანდა. საცოლემ ბამპუსი ამოიცნო და მას პოლიციაში მისვლა მოსთხოვა. საბოლოოდ, კაცი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ბამპუსმა თანხის დიდი ნაწილი დააბრუნა, ამასთან ის განაჩენის გამოტანამდე დააპატიმრეს. მას ბრალი ძარცვის ბრალდებით წაუყენეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!