მერიაში შესულია 18 შეტყობინება უამინდობით გამოწვეული პრობლემების შესახებ


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ცენტრალურ მაგისტრალურ ქუჩებზე. ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში წყალი შევიდა. დაიტბორა სახლების ეზოები და პირველი სართულები.

ქალაქ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის მაია ღუბელაძის ინფორმაციით, ამ წუთისათვის მერიაში შესულია 18 შეტყობინება. „ძირითადად ეზოებისა და სახლის სარდაფების დატბორვის შესახებ გვატყობინებენ. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც. მიმდინარეობს გასვლები შეტყობინებების საფუძველზე. მერიის შესაბამისი სამსახურები, აგრეთვე „კეთილმოწყობის ცენტრის” თანამშრომლები ახდენენ სანიაღვრე არხების გაწმენდას“. ღუბელაძის განმარტებით, მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის შემოსული.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!