- ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
მათივე ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.
ინფორმაციისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.