ალექსანდრე კობაიძე-ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა


  • ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა, – ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა.

“როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და შესაბამისად გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთი არის თუ როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორე არის რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება. ფაქტია, რომ ძალოვან უწყებებს როგორც უნდათ ისე მართავენ ამ პროცესს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ბადრი ესებუა და მისი ოჯახი ეწირება ვიღაცის მიზნებს და ამოცანებს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!