- საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” და “პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. “-აღნშნულია საქართველოს პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
