- უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.
“პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა. აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა”. – წერს ირინა ვერეშჩუკი.