აზიური ფაროსანას წინააღმდეგ


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მურთაზ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას ბრძოლის წინააღმდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12420 ლარი გამოიყო.

მისი ინფორმაციით, სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით რაიონებში აგროსერვისები განახორციელებენ.  ბოკუჩავას თქმით, შესაბამისი ტექნიკა უკვე ჩამოტანილია და ღონისძიებების განხორციელება დაევალება „კეთილმოწყობის სამსახურს“

საფინანსო- საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ფიქსირდება 115 ჰექტარი თხილნარის პლანტაცია, რომლის შეწამვლაც უახლოეს დღეებში იგეგმება. მისი თქმით, გამოყოფილი თანხიდან 920 ლარი საწვავისთვისაა გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი თანხა ხელფასებისთვისაა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!