- აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 200 პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის გაერთიანებული შტაბის რეკომენდაციების საფუძველზე.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახურის ცნობით, საპატიმროებიდან გამოუშვეს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც გათავისუფლებამდე დარჩენილი ჰქონდათ 3-დან 9 თვემდე.