- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, აზა ჯოჯუას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, აზა ჯოჯუას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, თავის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად გადასცა.
ინფორმაციისთვის: აზა ჯოჯუა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სსიპ ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 და ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში, აგრეთვე არის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებული ტრენერი.