- ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.