ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორებმა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში „პრომო მარში“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. „ვესტერნ დრაივერს კლუბ – სამეგრელო“ 4 და 5 ივლისს ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონულ შეჯიბრს გამართავს. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი – ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ არიან.
ავტო-მოტომოყვარულთა შოუ საქველმოქმედო ხასიათის იქნება და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარები ფონდში გადაირიცხება. ღონისძიების მიმდინარეობისას ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე საქველმოქმედო ყუთები რამდენიმე ადგილას განთავსდება.
ავტო და მოტომოყვარულებმა დღეს ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს. მათ უსაფრთხოებაზე საპატრულო პოლიცია ზრუნავდა.