ავსტრიაში აუცრელთათვის ლოკდაუნი გამოაცხადეს


  • BBC-ის ცნობით, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, 14 ნოემბერს ავსტრიაში ლოკდაუნი გამოცხადდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერჯერობით სრულად არ აცრილან.

“ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენთვის მარტივი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცილებელია“,-განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა.

გამოცემის ინფორმაციით, ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ აუცრელ მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აქვთ, მაგალითად, სურსათის საყიდლად, ასევე, სამსახურში წასასვლელად და ა.შ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 + 20 =

Akismet ანტისპამი