- Dailymail-ი ინფორმაციით, ავსტრალიის ზოოპარკში იშვიათი სახეობის მაიმუნი დაიბადა.
მაიმუნი მამრობითი სქესისაა და ნარინჯისფერი ბეწვით გამოირჩევა. აღნიშნული სახეობის მაიმუნები მხოლოდ ჩინეთსა და ვიეტნამში ბინადრობენ, თუმცა ბრაკონიერების გამო მათ სახეობას გადაშენება ემუქრება. ამჟამად გარეულ ბუნებაში ამ სახეობის მხოლოდ 3000 წარმომადგენელი ბინადრობს.
მაიმუნს ნარინჯისფერი ბეწვი მხოლოდ რამდენიმე კვირით ექნება, შემდეგ კი ის უფრო გამუქდება და ზრდასრულობაში შავი ფერის გახდება.