ავსტრალიაში ბოლო 30 წლის ყველაზე ძლიერმა წვიმამ მასშტაბური ხანძრის კერები ჩააქრო


ავსტრალიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, თუმცა ამავდროულად ახალი სამხრეთ უელსის შტატში მასშტაბური ხანძრის 30-ზე მეტი კერა ჩააქრო. ამჟამად შტატში ხანძრის 17 კერა რჩება.
ავსტრალიის ამინდის სააგენტოს ინფორმაციით ბოლო ოთხის დღის განმავლობაში სიდნეიში 391.6 მმ ნალექი მოვიდა, რაც თებერვალში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
წყალდიდოების გამო ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი 100,000-მდე სახლი.
მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხანძრისაგან დაზარალებული რეგიონი წყალდიდობის ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა.
აქტიურად მუშაობენ სამაშველო სამსახურები. მათ ბოლო ორი დღის განმავლობაში სტიქიისაგან დაზარალებულ სიდნეიში 200-მდე ადამიანი გადაარჩინეს.
ქალაქში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა. დახურულია სკოლები. მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.
მოსალოდნელია, რომ წვიმა და ღელვა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ამ კვირაშიც გაგრძელდება.
გასული წლის სექტემბრიდან ავსტრალიის ბუჩქნარში გაჩენილმა ხანძარმა 33 ადამიანი და ათასობით სახლი იმსხვერპლა. მიწის 11 მილიონ ჰექტარზე მეტი გადაიწვა. ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!