- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს “აგვისტოს ცხელი ზაფხული წიგნთან ერთად”. კონკურსი ტარდება პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ყველაზე აქტიური მკითხველი გამოვლინდება ორგანიზატორების მიერ, შერჩეული ჟიურის მიერ ბიბლიოთეკის სტატისტიკური მონაცემების შესწავლით, მკითხველთა ფორმულიარების ანალიზით. გამოვლინდება ყველაზე აქტიური ათი მკითხველი, ადგილები განაწილდება პირველიდან ათის ჩათვლით.
5 სექტემბერს, გაიმართება დაჯილდოების საღამო, სადაც მოწვეული იქნებიან გამარჯვებული მკითხველები და მათ გადაეცემათ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სიგელები და ფასიანი საჩუქრები.