- 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი დღეებიდან.
სამეგრელომ 37 მოქალაქე დაკარგა იმ დღეებში, როგორც ჯარისკაცები, ასევე რიგითი მოქალაქეები. რუსული აგრესიის მსხვერპლი დიდია. ისტორიას არ დაავიწყდება იმ დღეების შინაარსი. ეს ფოტოც არ ამოიშლება მატიანედან,-დასტურად, რომ ომი საშინელებაა, ომი ნგრევაა, სისხლია, ცრემლია, ტკივილია, საყვარელი ადამიანებისა და მშობლიური მიწის დაკარგვაა.
მარადიული ხსოვნა იმ ადამიანებს ვინც 2008 წლის აგვისტოს შეეწირა.