- აბიტურიენტებს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (Naec.ge) ავრცელებს.
“საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის, 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.”-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.