- ზუგდიდში არსებულ რუსული ენის სასწავლო ცენტრ РЯКИ -ში, სადაც დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისთვის, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის, სიახლეა.
მოსწავლეებს, რომლებმაც ენის კურსებზე უკვე გაიარეს რეგისტრაცია და აქვთ დევნილის სტატუსი, მათთვის სწავლება უფასოა.
სასწავლო პროცესს გაუძღვება რუსული ენის პედაგოგი, აფხაზეთიდან დევნილი ელისო კეზუა.
ელისო კეზუას თქმით, ეს სიურპრიზი იქნება იმ დევნილი მოსწავლეებისთვის, ვინც უკვე გაიარა ცენტრში რეგისტრაცია.
წარმატებული სასწავლო წელი დევნილ მოსწავლეებს!