Young Lions Georgia 2026- შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის


  • შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურს – კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს – საქართველო წელს 21-30 მარტს, უმასპინძლებს.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად და ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად თიბისი, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში „კანის ლომების“ მხარდამჭერი და კონკურსში მარკეტერის კატეგორიის წარმდგენია. 

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედებითი პროფესიონალების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა.

კონკურსი ხუთ კატეგორიაში – Print, Film, Digital, Marketer, PR ჩატარდება და განკუთვნილია, როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის.

გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე იასპარეზებენ.

შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის წელს, კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო.

თიბისი ათწლეულებია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება, აძლიერებს მათ თვითდაჯერებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავად ქმნის და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ თაობას საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მათი პროფესიული განვითარების გაღრმავებას ემსახურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!