- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.
დარბაზში იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული დეპუტატები. სხდომას ესწრებოდა სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა.
საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.
კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით – ერთხმად დაამტკიცა.
პარლამენტის მუშაობის პარალელურა, ოპოზიცია მართავს საპროტესტო აქციებს, ისინი არ ცნობენ, 26 ოქმტომბრის არჩევნებს, არ შედიან პარლამენტში როგორც, დეპუტატები და ითხოვენ საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას.