- ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა რუსული ჰოლდინგურ კომპანია „ნაციონალური მედია ჯგუფის” არხებს სტუდიის ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულებები ჯერ კიდევ წელიწადნახევარის განმავლობაშია ძალაში, – ინფორმაციას გამოცემა „Бюллетень Кинопрокатчика“ ავრცელებს.
„ნაციონალური მედია ჯგუფი“ მოიცავს: „პირველ არხს”, СТС-ს, РЕН ТВ-ს, “Домашний”-ს, “მეხუთე არხს”. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას.
2016 წლის დეკემბერში ჰოლდინგის პრეზიდენტი, კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ჰოლდინგის ერთ-ერთ აქციონერს, „როსია ბანკს“ კი სანქციები 2014 და 2022 წლებში დაუწესეს.
შეგახსენებთ, Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მუშაობა და მათი პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.