VTB – ის ფილიალი ზუგდიდში


ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #31-ში VTB ბანკმა ახალი ფილიალი გახსნა. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფილიალში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევენ. სამეგრელოს მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, VTB ბანკი აქტიურად დააფინანსებს მსხვილ, საშუალო, მცირე და აგრო ბიზნესს. ამასთან ერთად ფიზიკურ პირებს ხელმისაწვდომ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს. VTB ბანკის ზუგდიდის ფილიალის გახსნას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასწრნენ. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ახალი ბანკის შემოსვლა ხელს შეუწყობს მეტ განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს მაშტაბით VTB ბანკი უკვე 33 ფილიალითაა წარმოდგენილი


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!