- მედიის ინფორმაციით, სოციალურმა პლატფორმა TikTok-მა შეერთებულ შტატებში მომსახურების აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსცემდა ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებდა.
“ორშაბათს გამოვცემ აღმასრულებელ ბრძანებას კანონით გათვალისწინებული აკრძალვის ძალაში შესვლის ვადის გახანგრძლივების შესახებ, რათა შევძლოთ გარიგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
წყარო