- Technovation GIrls SAKARTVELO-2024-ის გამაეჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით:
- გუნდი „Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა
- გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
- გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ | თბილისი
- გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
- გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
- გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
- გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
- გუნდი “Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი
ივნისში საქართველოს გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები, ოქტომბერში, ფინალის მსოფლიო სამიტზე გამოვლინდებიან. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.